გავრცელებული ინფორმაციით, პროთურქულმა ძალებმა სირიის სტრატეგიულ ქალაქ ნაირაბზე კონტროლი აღადგინეს

სირიაში ოპოზიციურმა ჯარებმა, რომელთაც თურქეთი უჭერს მხარს, ქალაქ ნაირაბზე კონტროლი დაიბრუნეს. ნაირაბი საკვანძო ქალაქია სტრატეგიულ სარაქიბის მახლობლად, რომელიც იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას წარმოადგენს.

„ჩვენი თურქი მეგობრების დახმარებით, ჩვენ განვაახლეთ კონტროლი ნაირაბის სტრატეგიულ ქალაქზე, რომელიც საკვანძო გასასვლელია სარაქიბზე. რუსეთის ტერორისტული დაჯგუფებები ტერიტორიიდან გაძევებულნი არიან“, - განუცხადეს „როიტერსს“ სირიის ნაციონალურ არმიაში.

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ პროთურქულ და პრორუსულ ძალებს შორის შეტაკებისას ასადის რეჟიმის ათობით ჯარისკაცი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთის მხარდაჭერით სირიის ასადის რეჟიმი ცდილობს იდლიბის პროვინციაზე სრული კონტროლი დაამყაროს. გავრცელებული ცნობებით, გუშინდელ დღემდე ისინი რეგიონის ყველა სტრატეგიულ ადგილს აკონტროლებდნენ. ანკარის მიერ მოსკოვისადმი რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, სირიაში თავის სამხედრო წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიერა თურქეთმაც. ამჟამად შეტაკებები პრორუსულ ჯარებსა და პროთურქულ ოპოზიციას შორის მიმდინარეობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს