კახა კალაძის ინფორმაციით, გლდანის რაიონის ორ ქუჩაზე შესაბამისმა კომპანიამ სამუშაო უხარისხოდ შეასრულა და მათ თავისივე ხარჯებით მოუწევთ ორივე ქუჩის მოწესრიგება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის, (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე და დაფიქსირებულ ხარვეზებზე ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, როდესაც პროექტის ჩაბარება უნდა მომხდარიყო, აღმოჩნდა, რომ შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო.

„როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და ჩვენი ზედამხედველობის სამსახური, ლაბორატორია შევიდა იმისათვის, რომ პროექტი ჩაებარებინა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო. შესაბამისად, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე. შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა, რომ თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა. ლაბორატორიამ ელემენტარულად, სინჯების აღება ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო მოასფალტებული ეს კონკრეტული ქუჩები. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის თვალსაზრისით, რომ აი, ამდენ ხანს ახორციელებენ სამუშაოებს, დააგეს, ახლა თავიდან თხრიან. არა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ თვალს უხარისხობაზე და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, არსებობენ ასეთი კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ სხვას არაფერს გთხოვთ. ჩვენ გვინდა, რომ ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული და დროულად მორჩეს სამუშაოები, რომლებიც ზოგადად, დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ, დაგვეხმაროთ, ეს არ გამოვა მეგობრებო.

შესაბამისად, ამ კონკრეტულ კომპანიას თავისვე ხარჯებით მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გლდანის რაიონის გამგებელს დაავალა, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს.

„ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი, ეს იქნება ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ასეთმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ მონაწილეობა. (კომპანიას) თუ არ გაქვს შესაძლებლობა და იმის თავი, რომ შეასრულო სამუშაოები, თავი დაანებე და ტენდერში ნუ მიიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა