ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კორონავირუსთან დაკავშირებით, კარანტინი გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსთან დაკავშირებით, კარანტინი გამოცხადდა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა.

„ჩვენ ვაცხადებთ კარანტინს. ეს აუცილებელი ზომაა. ვხედავთ, რაც ხდება მთელ მსოფლიოში და იძულებულები ვართ გთხოვოთ, თავი შეიკავოთ აფხაზეთის ტერიტორიიდან გასვლისგან და სხვადასხვა სახის მივლინებებისგან. შემოგვაქვს აკრძალვა აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხოეთის ყველა მოქალაქის შემოსვლასა და გასვლაზე. გავაძლიერეთ პოსტი ენგურის მხრიდან. გავაძლიერებთ სამედიცინო პოსტს ფსოუს პოსტზე. საერთაშორისო ორგანიზაციებს ვთხოვთ სპეციალურ ტექნიკას. პატივცემულო კოლეგებო, უნდა დავიცვათ ჩვენ მიერ მიღებული დადგენილების წესები“, - განაცხადა ბგანბამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს