ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინფექცია 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაახლოებით 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან გუშინ დაბრუნდა.

"1 საათის წინ დამთავრდა ლაბორატორიული კვლევა, იმისთვის რომ ჩვენ დარწმუნებულები ვყოფილიყავით 3-ჯერ გავიმეორეთ რეაქცია სხვადასხვა წარმოების რეაგენტებით და სამივე შემთხვევაში გვაქვს ერთი და იგივე პასუხი, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც მეგობართან ერთად ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა ირანში პირად საქმეებზე და საქართველოში დაბრუნდა გუშინ. მას საზღვარზე დაუფიქსირდა გარკვეული სიმპტომები, რის გამოც გადაყვანილ იქნა ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც კვლევები ჩაუტარდა",-განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ბრიფინგის ვრცელი ჩანაწერი - საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ გამოაცხადეს

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება