ქუთაისში ხელოვანებმა აქცია-პერფორმანსი - „გააპარტყუნე ყურები“ გამართეს

ქუთაისში ხელოვანებმა აქცია-პერფორმანსი - „გააპარტყუნე ყურები“ გამართეს

„გააპარტყუნე ყურები“, - ამ მოთხოვნით ქუთაისში ხელოვანების აქცია-პერფორმანსი გაიმართა. არტისტები ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას მოითხოვენ.

მერიის მიმდებარედ არტისტებმა ყურის ფორმები მიიტანეს და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. ხელოვანები პროექტის განხილვის მიზნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან შეხვედრასაც ითხოვენ.

ხელოვანები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.