გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებამ დღეს ოპოზიციას ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა შესთავაზა

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ" ახალი ინიციატივა - 110/40-ზე სისტემა წარმოადგინა. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციასთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში, ოპოზიციის, უმრავლესობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან. აღნიშნული შეხვედრა ვაშაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა.

„სიახლე არის ის, რომ ხელისუფლებამ ახალი პროპორცია თქვა - 110/40-ზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან შეთანხმება მხოლოდ ორი კომპონენტის შემთხვევაში იქნება - პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარის თქმა და რაც მთავარია, პროპორციული მისწრაფების მაქსიმალურად გათვალისწინება. ეს არის ის, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ვისაც აქვს, მას არ შეეძლოს დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირება. 110/40-ზე ამ ტესტს არ გადის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით. თუმცა, საუბრობენ რაღაც დამატებით კომპონენტებზე, რაზეც მსჯელობა მიდის ახლა. ვნახოთ, დაველოდოთ კიდევ რას იტყვიან. 110/40-ზე, ამ ციფრების განლაგებას არავინ ეთანხმება, ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს საუბრის დროს", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განმარტებით, როდესაც ამ შეხვედრაზე მივიდნენ, მთავარი გზავნილი დიპლომატებისგან იყო ის, რომ საქართველო დგას საგარეო იზოლაციის საფრთხის წინაშე „ქართული ოცნების" გამო.

„აქედან გამოდინარე, ჩვენც როგორც ოპოზიციამ, უნდა ვიმუშაოთ დიპლომატიურ შეხვედრაზე. პირადად ჩემთვის, უმრავლესობასთან დიალოგებს ან შეხვედრებს დიდი აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ სულ არაადეკვატურ პოზიციებს ვხედავთ. ისინი არიან მძიმე მდგომარეობაში. ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან მთლიანად წითელ ხაზს გადაუსვამს დასავლეთი „ქართულ ოცნებას", როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, ან ისინი გონს მოეგებიან და ოპოზიციაში შესაძლოა, პროდასავლური რაღაც კომპონენტი ჰქონდეთ. ხელისუფლებაში რომ ვერ დარჩებიან, ცალსახაა", - განაცხადა ვაშაძემ.

აღნიშნულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

იხილეთ ვიდეო: ხელისუფლების შეთავაზება ოპოზიციას - ჩატარდება თუ არა 2020 წლის არჩევნები 110/40-ზე პროპორციით?!

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ