სოფელ აძვის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს

ცოტა ხნის წინ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის თქმით, ტარიენ გუნდიშვილი უკვე მესამედ არის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული.

ვათიაშვილის განცხადებითვე, გუნდიშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

იხილეთ ვიდეო: საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვის განაპირას 60 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა