დიეგო კოლასი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგზე - ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას, მიაღწიონ ძირითად შეთანხმებას საერთო წესებზე

ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას, მიაღწიონ ძირითად შეთანხმებას საერთო წესებზე , -ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა, რითაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს, რომ მომავალი არჩევნები ქვეყანაში მკაცრი ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

„საქართველოს ევროპული გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია ევროპული ნორმებისა და ღირებულებების, ასევე, ადამიანის უფლებების პატივისცემა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს მკაცრი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამისთვის, კი მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, რაღაც დონეზე საერთო წესების გაგება ჰქონდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას, მიაღწიონ ძირითად შეთანხმებას საერთო წესებზე. ძალიან კარგი იქნება მომავალ წელს საქართველოში კარგი არჩევნების ჩასატარებლად პირობების შექმნა“,-განაცხადა კოლასმა.

მისივე თქმით, მნიშნველოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი შედგეს.

„არ მსურს ამ დისკუსიის დეტალებში შესვლა, რადგან ვფიქრობ, მიშვნელოვანია ეს მოლაპარაკებები შედგეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ ყველა ძალამ ამ საკითხებზე შეთანხმება შეძლოს“,- განაცხადა ელჩმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო