თურქეთის ხელისუფლებამ ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვის ზომები გააძლიერა

თურქეთის ხელისუფლებამ ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვის ზომები გააძლიერა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დიპლომატიური მისიის პრესატაშე, ირინა კასიმოვა აცხადებს, რომ დაცვა ღამით გააძლიერეს, მაშ შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ იდლიბში სულ მცირე 33 სამხედრო დაიღუპა.

ცნობისთვის წუხელ, ანკარაში რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც შენობის წინ შეიკრიბნენ ანტი-რუსულ სლოგანებს სკანდირებდნენ და აცხადებდნენ, რომ იდლიბში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოსკოვმა უნდა აიღოს.

შეგახსენებთ, წუხელ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შემდეგ, მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და სირიის ოპოზიციის ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბის რეგიონის საკვანძო ქალაქებში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია