მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 6 სოფელს მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 4 მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მიენიჭა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

„დღეიდან მაღალმთიან დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - დვანისა და კნოლევის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - სპეთისა და ჭალოვანის მოსახლოებას.

კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა გააუმჯობესებს კიდევ 6 სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობას და სოციალურ ფონს, ხელს შეუწყობს ამ დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

ამ დრომდე, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ქვეყნის 1,731 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობდა 246,012 მოქალაქე“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.

ბოლო წლებში, მთის ფონდიდან გამოიყო 86 მილიონი ლარი, რომლის დიდი ნაწილი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ესაა - საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონტაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები.

გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია“. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მთის პოპულარიზაციის მიზნით, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე ორი წელია, 11 დეკემბერს, საქართველოში ოფიციალურად აღინიშნება მთის დღე.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ