რომან გოცირიძე - საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რა ესიზმრება ივანიშვილს, სიზმარი კი დამოკიდებულია, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას

საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიზმარი ესზიმრება მას. სიზმარი კი დამოკიდებულია იმაზე, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს. გოცირიძის თქმით, ხელისუფლების ტაქტიკა დღემდე არის დროის გაწელვა და შემდეგ ამ მოლაპარაკების ჩაშლა.

"არავითარი აზრი არ აქვს ახლა იმის თქმას, რა არის ოპოზიციისთვის მისაღები, რადგან ამის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად განსხვავებული შემოთავაზება იქნება. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ღია საჯარო შემოთავაზებას "ქართული ოცნების" მხრიდან, რასაც არ აკეთებენ. თავად ავრცელებენ რაღაც ჭორებს, რომელიც არ არის ოფიციალური შემოთავაზების ფორმით. ხელისუფლების ტაქტიკა იყო და ბოლომდე რჩება დროის გაწელვა და შემდეგ ამ მოლაპარაკების ჩაშლა. ხელისუფლება მატყუარაა, ერთხელ „გადააგდეს“ ხალხი და იგივეს მიმართავენ დღესაც.

გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი და ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, როგორი სიზმარი ესზიმრება მას. სიზმარი კი დამოკიდებულია იმაზე, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას. ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, ვერ ამბობენ რა სურთ, ვინაიდან ერთ წუთში შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ივანიშვილის ახირების გამო", - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა