საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 70 წლის ელდარ გუნდიშვილი გათავისუფლებულია

საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე დაკავებული 70 წლის ელდარ გუნდიშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.

გუნდიშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ აძვის განაპირას ორი დღის წინ დააკავეს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში დასდეს ბრალი და ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ცხინვალის მილიციიდან გათავისუფლებული ამ წუთებში შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში იმყოფება და მალე შინ დაბრუნდება.

ელდარ გუნდიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მესამედ იყო დაკავებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა