ასობით მიგრანტი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობს

ასობით მიგრანტი, რომელთა უმეტესობაც სირიიდან არიან, თურქეთ - საბერძნეთის საზღვართან იმყოფება. მიგრანტების უმეტესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ. Euronews-ის ინფორმაციით, მიგრანტებს გადაწყვეტილი აქვთ თურქეთი დატოვონ და ევროკავშირის ქვეყნებში - საბერძნეთსა და ბულგარეთში შეაღწიონ.

არსებული საფრთხის გამო საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ბულგარეთის შეიარაღებული ძალები, ეროვნული არმია და პოლიცია ქვეყნის საზღვრის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იდლიბში ვითარების დაძაბვის შემდეგ, ანკარა სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გადაადგილების საშუალებას მისცემს. დღესდღეობით თურქეთში 3.6 მილიონზე მეტი მიგრანტი იმყოფება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია