ნაძალადევის რაიონში, 30 კორპუსში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, 30 საცხოვრებელ კორპუსში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში ხორციელდება, სადაც 1 800 კვ.მ ფართობზე კორპუსის დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სახურავის რეაბილიტაცია 1 100 კვ.მ ფართობზე ასევე, გურამიშვილის გამზირის N35 ვ-ში მიმდინარეობს. ორივე მისამართზე წყალსაწრეტი მილებიც იცვლება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ორივე კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებსაც შეხვდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, რაიონის მასშტაბით, სხვადასხვა მისამართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსებში სახურავები და წყალსაწრეტი მილები ამორტიზებული იყო, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა. პროექტების განხორციელებით, არსებული პრობლემა 68 ოჯახს მოუგვარდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართებზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 88 840 ლარი გამოყო.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია