პროკურატურა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს

ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარისა და ბორჯომის მერის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს ასევე მათთან ერთად დაკავებული მოქალაქის მიმართ, რომელსაც გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

"მოგეხსენებათ, განსხვავებული ეპიზოდებია და სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა. ყველა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობას. მიგვაჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, არსებობს ამის რეალური ვარაუდი და საფუძვლები. გიორგი გოგიჩაიშვილის ეპიზოდში რეგულირების განაშენიანების გეგმა იყო წარდგენილი. მის დამტკიცებაში, ასევე შემდგომში მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში დახმარების სანაცვლოდ მოითხოვა 200000 ლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 20 000 ლარი.

რაც შეეხება ლევან ლიპარტიას, მან აღუთქვა დახმარება, რომ დაფარავდა უკანონო მშენებლობას. 3 კოტეჯზეა საუბარი, კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე დაბა ბაკურიანში და ამისთვის აიღო 8 000 ლარი, ორ ეპიზოდად.

მესამე პირს რაც შეეხება, მას ერთ საქმესთან აქვს შეხება, რომელიც არის მერთან დაკავშირებული",- განაცხადა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, სამივე პირი იყენებს დუმილის უფლებას, ხოლო გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღესვე, ჩანიშნულია ბორჯომის მერის სასამართლო სხდომაც, რომელზეც სასამართლო მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ