აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ პიტ ბუტიჯეჯი საპრეზიდენტო მარათონს ეთიშება.
38 წლის პიტ ბუტიჯეჯმა, რომელიც ინდიანას შტატის ქალაქ საუზ ბენდის ყოფილი მერია, აიოვას შტატში გამართულ დემოკრატების კოკუსში გაიმარჯვა, თუმცა ნევადაში გამართულ კოკუსში მესამე ადგილი, ნიუ-ჰემფშირში გამართულ პრაიმერში - მეორე ადგილი, სამხრეთ კაროლინას შტატში კი - მეოთხე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, სამხრეთ კაროლინას შტატში გამართული პრაიმერის შემდეგ საპრეზიდენტო კამპანია შეწყვიტა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა „დემოკრატმა“ კანდიდატმა, მილიარდერმა ტომ სტეიერმა.
აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯერჯერობით ექვსი კანდიდატი აგრძელებს, თავდაპირველად მათი რიცხვი 20-ს აჭარბებდა.