BTU - სტუდენტების უსაფრთხოებას უახლესი, მძლავრი ონლაინ სასწავლო პლატფორმებით უზრუნველვყოფთ და სასწავლო პროცესი არ ჩაიშლება

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ მოდელზე გადადის. ვებინარები, ონლაინ ქვიზები, ტესტირებები და სხვა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები - ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტი ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის, სწავლების ინოვაციურ მიდგომას ნერგავს.

,,ჩვენთვის უმთავრესია სწავლების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და ჩვენი მისიის ერთგულება, რაც გულისხმობს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცის შექმნას. BTU-ში სწავლის პროცესი 16 მარტამდე შეჩერდა. ამ პერიოდში უნივერსიტეტში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. თუმცა ჩვენი გუნდი მზადაა გარემოებებისთვის, რომელიც შესაძლოა დადგეს 16 მარტის შემდგომ. ვითვალისწინებთ, რომ სტუდენტებისთვის დისკომფორტის შემქმნელია არა მხოლოდ ვირუსის გავრცელების რისკი, არამედ აკადემიური კალენდრის ზაფხულის ცხელ თვეებში გადანაცვლების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, საჭიროების დადგომისთანავე ავამოქმედოთ დისტანციური სწავლების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

BTU-ში სასწავლო პროცესი არ ჩაიშლება. სტუდენტების უსაფრთხოებას უახლესი, მძლავრი ონლაინ სასწავლო პლატფორმებით უზრუნველვყოფთ’’, - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია