„საქსტატის“ მონაცემებით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 62 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 19 სახელმწიფო და 43 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამასთან, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულია 43.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში- 27.9 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 15.4 ათასი.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 148.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 0.7%-ით მეტია. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 50.6% ქალია, ხოლო 49.4% - კაცი.

„2019 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 24.8 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.0%-ით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 56.7% არის ქალი, ხოლო 43.3% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა 2.3-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რაოდენობას.

2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საზღვარგარეთ სასწავლებლად გაიგზავნა 656 სტუდენტი, რაც 17 სტუდენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა თითქმის 2.9-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტებიდან გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობას. უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 13.3 ათასი შეადგინა, რაც 8.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით”,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 9.9 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.5%-ით მეტია.

2019 წლის მონაცემებით, სადოქტორო პროგრამებს ახორციელებდა 32 უნივერსიტეტი. მათ წინა წელთან შედარებით, თითქმის 20%-ით მერი, 1 322 დოქტორანტი მიიღეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს