ამირან გამყრელიძე - ბოლო კვირის შეჯამებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ახალი შემთხვევების მცირე მატება ფიქსირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო კვირის შეჯამებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ახალი შემთხვევების მცირე მატება ფიქსირდება.

„წინა ორშაბათს იყო 141 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე, ახლა გვაქვს 145 შემთხვევა. ასევე 2%-იანი მატებაა მძიმე რესპირატორული ინფექციების წილის ზოგადი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში. ესეც საყურადღებოა, იმიტომ, რომ ხაზს ვუსვამ სეზონია, მარტია, წინ კიდევ გვაქვს მთელი თვე, ამიტომ ასეთი მცირე ფლუქტუაციები დასაშვებია.

წინა კვირის მონაცემებით ჩანს, რომ საგრძნობლად მოიმატა და B-ს გადააჭარბა, A ტიპის H3-მა ქვეშტამმა“, - აღნიშნა გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო