ე.წ. ყვითელი ავტობუსები, რომელიც თბილისში ჩამოწერეს, რეგიონებში იგზავნება

თბილისის მერია ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც დედაქალაქში სხვა ავტობუსებით ჩაანაცვლა, რეგიონებში აგზავნის.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტობუსების გადაცემის მოთხოვნით მერიას 10-მა მუნიციპალიტეტმა მიმართა, ხოლო ორს უკვე გადაეცა ჯამში 9 ავტობუსი.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მერიაში ახადებენ, რომ პასუხი მათ მას შემდეგ ეცნობებათ, რაც თბილისში ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი სრულად დამთავრდება.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთისა და ონის მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტი უკვე ჩაიყვანეს.

კერძოდ, 5 ავტობუსი თბილისის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა, საიდანაც 4 სოფლების მიმართულებით ივლის, მე-5 კი, გურიის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებასა და განვითარებას მოხმარდება.

როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, ნაჩუქარი ავტობუსები მუნიციპალიტეტში ტექდათვალიერების გავლის შემდეგ ჩაიყვანეს.

ოზურგეთის გარდა, 4 ავტობუსი თბილისის მერიამ თებერვალში ონის მუნიციპალიტეტსაც გადასცა.

სამი ავტობუსი ონი-უწერა-შოვის, ონი-ირის და ონი-ამბროლაურის მიმართულებით გადაადგილებას უზრუნველყოფს, ერთი კი სათადარიგო დარჩება და საჭიროების შემთხვევაში ქალაქში იმოძრავებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა