ცხინვალის რეჟიმი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. თავის მოქალაქეებს შეუშვებს და კარანტინში მოათავსებს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამშვებ პუნქტ „რაზდახანის“ გავლით შეუშვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. საზღვრის დაკეტვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ.

მათივე ცნობით, საქართველოში არსებული კორონავირუსის ფაქტების გამო, ამ ადამიანების შეშვება ახალგორში დადგენილი წესით, სიების მეშვეობით მოხდება.

ამასთან დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ასეთ პირებს 14 დღიან საკარანტინო ზონაში მოათავსებენ. კარანტინის ზონაში იმ პირებსაც მოათავსებენ, რომლებიც დაკავებულები არიან ე.წ. საზღვარზე.

27 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესასვლელი ყველა პუნქტი დაიხურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა