ბენიამინ ნეთანიაჰუ - ლიმონისგან ლიმონათის გაკეთება შევძელით

ეს იყო დიდი გამარჯვება მემარჯვენე ბანაკისთვის და უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის, პარტია „ლიკუდისთვის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის უახლოეს მომავალში „ძლიერი ეროვნული მთავრობის“ ჩამოყალიბებას შეძლებს.

„თავიდან უნდა ავიცილოთ ხელახალი არჩევნები. ახლა განხეთქილების აღმოფხვრის და შეთანხმების დროა. ხვალვე შევხვდებით მემარჯვენე ლიდერებს და ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ და ძლიერ მთავრობას, ეროვნულ მთავრობას ისრაელისთვის,“- აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, პარტია „ლიკუდიმ“ არჩევნებში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა და დაამარცხა ოპონენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ „ნეთანიაჰუს დრო დამთავრდა.“

„ჩვენ დიდ ძალებთა მოგვიხდა დაპირისპირება, თუმცა ერთად შევძელით და ლიმონისგან ლიმონათი გავაკეთეთ,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ ისრაელში ბოლო 11 თვის განმავლობაში მესამე არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების შედეგების მიხდევით, მემარჯვენე ბლოკმა, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, 120 ადგილიან პარლამენტში 59 მანდატი მოიპოვა. უმრავლესობისთვის კი სულ მცირე 61 მანდატია საჭირო.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია