ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალია, - ამის შესახებ ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ.

მათი განმარტებით, თითქმის ყველა პაციენტი ახალგაზრდაა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მათ ჩაუტარდათ ლაბორატორიული და რენდგენოლოგიური კვლევები და მნიშვნელოვანი დარღვევები არ აღენიშნათ. დილით, 11 პაციენტთან ჩატარდება უკვე ხახის ნაცხის კვლევა.

რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული. აღენიშნებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აქვთ მსუბუქად ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა, სხვა სერიოზული ჩივილები კი არ უფიქსირდებათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნავენ კლინიკაში.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია იმ პაციენტების მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

„ამ ეტაპზე მათ გართულებები არ აქვთ და იმყოფებიან მონიტორინგისა და კვლევის ფაზაში, აღენიშნებათ დაბალი, 37,3 გრადუსამდე ტემპერატურა. კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულებებს არ ველოდებით“, - აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

იხილეთ ვიდეო: რა ვითარებაა ინფექციურ საავადმყოფოში - სამედიცინო დაწესებულება უახლესს ინფორმაციას ავრცელებს

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი