ოკუპირებული აფხაზეთის შს მინისტრი - ასლან ბჟანია მძიმე მდგომარეობაში იყო ჰოსპიტალიზებული, მისი კრასნოდარის კლინიკაში გადაყვანის საკითხი წყდება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ თამაზ ცახნაკიას დავალება მისცა რუს კოლეგებთან ინტენსიურ კავშირზე იყოს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ამასთან, როგორც აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა აფხაზურ მედიას განუცხადა, „გენერალური პროკურორი“ დაიწყებს გამოძიებას, რომ დადგინდეს ასლან ბჟანიას საგანგებო ჰოსპიტალიზაციის გარემოებები.

„ახლა გენერალური პროკურორი ცდილობს დაუკავშირდეს ბჟანიას შტაბს... ყველა შეშფოთებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გვინდა, რომ ის მალე გამოჯანმრთელდეს. ამ დროისთვის, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის მძიმე მდგომარეობაში იყო ჰოსპიტალიზებული. ახლა წყდება მისი კრასნოდარის კლინიკაში ვერტმფრენით გადაყვანის საკითხი. ამასთან, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს უკვე დაუკავშირდა თურქეთის აფხაზური დიასპორა. მათ დახმარება შემოგვთავაზეს, რომ გადაგვეყვანა ბჟანია თურქეთის კლინიკაში. ეს შეუძლებელია მისი ჯანმრთლეობის გამო“,-განახადა ე.წ. შს მინისტრმა რაულ სმირმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფხაზეთის ე.წ. არჩევნები, რომელშიც მას მონაწილეობა უნდა მიეღო 22 მარტსაა დანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო