ბჟანიას წარმომადგენლი - ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც გუშინ, მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კომიდან გამოვიდა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

მისი წარმომადგენლის, რენატ კარჩაას თქმით, ბჟანიას პოზიტიური დინამიკა აღენიშნება.

„არის აშკარა დადებითი დინამიკა. კომა ხელოვნური, მედიკამენტური იყო. ის მისი ჯანმრთელობის დასაცავად გაკეთდა, ახლა ეს დაცვა მოიხსნა. ასლან ბჟანია გამოვიდა კომიდან და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, - აღნიშნა მან.

რენატ კარჩაას თქმით, ასლან ბჟანია ადეკვატურად პასუხობს ყველა კითხვას, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ თავის დაქნევით.

„იყო სპეკულაციები, რომ მას ინსულტი ჰქონდა, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა უარყოფს ამ ვარაუდებს“,- დასძინა კარჩაამ.

შეგახსენებთ, გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. არჩევნები, რომელშიც მას მონაწილეობა უნდა მიეღო 22 მარტსაა დანიშნული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს