ნათია თურნავა - ყატარს ჩვენს სატრანსპორტო დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტულ გზას ვთავაზობთ

ყატარში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყატარის სახელმწიფო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, იასიმ სეიფ აჰმედ ალ სულაითის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყატარის მხარემ ინტერესი გამოთქვა აბრეშუმის გზის გავლით უფრო მეტად დივერსიფიცირებული სატრანსპორტო გასასვლელი მოიპოვოს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებზე.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩვენს დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტული გზა შესთავაზა.

„ყატარის მთავრობას აინტერესებს როგორც საქართველოს გავლით სახმელეთო გზების გამოყენება, ასევე ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება და შავ ზღვაზე გარკვეული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველყოფა. ასევე აინტერესებთ ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა და სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისების განვითარება. დღეს უკვე არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ყატარული ტვირთი მოძრაობს ჩვენს დერეფანში, მაგრამ გვინდა, უფრო სისტემური ხასიათი მივცეთ ამ ტვირთების მოძრაობას და ყატარელები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში შემოვიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ძალიან პოზიტიური დიალოგი შედგა, რასაც შემდგომში კერძო კომპანიების ჩამოსვლა და კონკრეტული პროექტების შეთავაზება მოჰყვება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ყატარის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მოლაპარაკება გაიმართა საჰაერო მიმოსვლის ინტენსიფიკაციაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო დოჰა-ბათუმის პირდაპირი რეისების განხორციელებას სეზონურად.

„როგორც იცით, ყატარის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავს - კვირაში 14 რეისს ასრულებს დოჰა-თბილისის მიმართულებით. ჩვენ შევთავაზეთ ბათუმის რეისის დამატებაც, თუნდაც სეზონურად და უახლოეს ხანებში ველოდებით მათგან პასუხს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში