ეკონომიკის სამინისტროს სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებების ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო.

როგორც „ინტერპრენიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ოფისები, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოქალაქეთა მისაღები, ასევე მიმდინარეობს დეზინფექცია წიაღის ეროვნული სააგენტოს, სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ყველა იმ უწყების სივრცეებში, სადაც მოქალაქეთა მომსახურების სერვისები მოქმედებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.

„საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემულია დავალება და რეკომენდაციებიб კორონავირუსის პრევენციის მიზნით იმ სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოების სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფას, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს შესაბამისი სერვისცენტრებისა და სამუშაო ოფისების დეზინფექცია“ - განაცხადა ეკონომიკისა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით