რიმა ბერაძემ ჩუღურეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ დედებს დედის დღე მიულოცა

ბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრებს რამდენიმე მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, ამ აქციის მიზანი მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დახმარებაა.

„დღეს დედის დღეა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ეს დღე მივულოცოთ ყველა დედას, განსაკუთრებით მრავალშვილიან დედებს. დღეს გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად შეჭირვებული დედებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები გადაგვეცა. ამ ოჯახებიდან ერთში ოთხი და მეორეში სამი ბავშვი იზრდება. ჩვენი მიზანია, რომ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს, რადგან ქვეყნისთვის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ თითოეულ ამომრჩეველს გვერდში დავუდგე,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი საქველმოქმედო აქციები, რომლებიც ჩუღურეთის რაიონში პერიოდულად ტარდება, მომავალშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო