სოხუმში აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს და ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

სოხუმში აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს და ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია იმართება. ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას ასობით მხარდამჭერი ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მათი თქმით, არჩევნებამდე „ქვეყანაში“ საპარლამენტო მმართველობა უნდა დამყარდეს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს.

შეგახსენებთ, გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ.არჩევნები, რომელშიც მას მონაწილეობა უნდა მიეღო, 22 მარტსაა დანიშნული.