ასლან ბჟანიას მხარდამჭერები ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას მხარდამჭერები აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეიჭრნენ. ისინი მესამე სართულზე ავიდნენ, სადაც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიამ ბგანბა მომიტინგეებთან შეხვედრას მართავს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულების თანამდებობის დატოვებასთან ერთად მთელი რიგი მინისტრების, ძალოვანი ბლოკის, რაიონული ხელმძღვანელების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეთაურების გადადგომას ითხოვენ.

მათი განცხადებით „ქვეყნის ხელისუფლება ხელს უშლის სამართლიანი საარჩევნო კამპანიის გამართვას“.

ამასთან, ასლან ბჟანიას შტაბში აცხადებენ, რომ აქციებთან კავშირი არ აქვთ.

საპროტესტო აქციები სოხუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. „სპუტნიკ აბხაზიას“ ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილს მიაჩნია, რომ ბჟანია კიდევ ერთხელ მოწამლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა