ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ასლან ბჟანიას შტაბში აცხადებენ, რომ თუ ბჟანია 22 მარტს დაგეგმილ „არჩევნებში“ ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას, შტაბი მისი გადადების საკითხს დააყენებს.
შტაბის წარმომადგენელი, ლეონიდ ლაკერბაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ისინი ელოდებიან ინფორმაციას პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ე.წ. არჩევნები, რომელშიც მას მონაწილეობა უნდა მიეღო 22 მარტსაა დანიშნული.