გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - გონს მოეგეთ და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებებს ადეკვატურად უპასუხეთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კომენტარს, რომელიც მან კონგრესმენის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეხმაურება და თალაკვაძეს მოუწოდებს, გონს მოეგოს და ადეკვატურად უპასუხოს ამერიკელი პარტნიორების განცხადებებს.

გიორგი ვაშაძე პრიორიტეტად კი საზოგადოების შეკითხვებს ასახელებს, რომლებიც „მისივე უსუსური ხელისუფლების ყურებით დაიღალა“.

“ აუცილებლად ჩავთვალე გამოვხმაურებოდი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრალდებას. უკვე მერამდენედ ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია ოპოზიციის ერთიანობის დარღვევა. ამისთვის რას არ აკეთებენ, მაგრამ ეს არ გამოსდით არანაირად. ყოფენ ნოლ პროცენტიანებად და ბევრპროცენტიანებად, „ნაციონალებად“ და არანაციონალებად, ათასნაირ ასეთ ფორმულირებებს იგონებენ, მაგრამ ეს კოვზი უკვე ნაცარშია ჩაგდებული, იმიტომ, რომ ბევრჯერ ერთი და იგივეს აკეთებენ. მეგობრებო, თუ 0% –იანი ოპოზიცია, თუ არანაირი ძალა არ გვაქვს, მაშინ, რატომ გეშინიათ პროპორციული არჩევნების, დანიშნეთ პროპორციული არჩევნები და თუ თქვენ ამხელა მხარდაჭერა გაქვთ შეგიძლიათ ნორმალურ არჩევნებში მოიგოთ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ იცით თქვენი ყოველდღიური კამპანია და აქტივობა საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას გაკლებთ, ცდილობთ მაქინაციები ჩაატაროთ, ხალხი ციფრების თამაშში შეიყვანოთ, ახლა იქამდე მიხვედით, რომ თურმე „ამერიკის ხმამ“ არ იცის ინგლისური და მარტო თქვენ იცით ინგლისური. სადამდე უნდა დაეცეთ, რამდენჯერ უნდა სცადოთ ეს ყველაფერი. ვიცოდით, რომ ამ განცხადებებს გააკეთებდით. აბსოლიტურად მწყობრად, გეგმაზომიერად, აუცილებლად ჩვენი სტრატეგიის მიხედვით ვიმოქმედებთ და საერთო ოპოზიციური თანამშრომლობის ფორმატს ვერაფრით ვერ დაშლით. სწორედ ამიტომ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა გუშინ, სწორედ ამიტომ ამ შეხვედრაზე ყველა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში არამარტო საარჩევნო სისტემაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,-განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ასევე სასამართლო ხელისუფლებასთან და რეფორმასთან დაკავშირებით თანამშრომლობითი დოკუმენტის შექმნა დააანონსა.

„უახლოეს მომავალში ჩვენ სასამართლო ხელისუფლებასთან და რეფორმასთან დაკავშირებით ხელს მოვაწერთ თანამშრომლობით დოკუმენტს, იმიტომ რომ სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებაზე ვფიქრობთ, თქვენ კი სკამებზე. არჩილ თალაკვაძის ერთადერთ საფიქრალია ისევ ქონება, ოქტომბრის შემდეგ, მე პირობას ვაძლევ, რომ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება. მოუწევთ ოპოზიციაში გადასვლა, ამ ყველაფრის ნუ გეშინიათ და თქვენგან განსხვავებით ჩვენ პოლიტიკურ დევნას არ დავიწყებთ. აქედან გამომდინარე გონს მოეგეთ და სჯობს ლოგიკური და ადეკვატური წინადადებები წარმოადგინოთ. რითაც ახლა მოჟორიტარული ოლქების ჭრა–კერვით ხართ დაკავებულები არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმება არც ერთ შემთხვევაში, ამიტომ გონს მოეგეთ და ადეკვატურად უპასუხეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებებს და რაც მთავარია საზოგადოებას ადეკვატურად უპასუხეთ, ხალხს, რომლებიც ასეთი უსუსურ ხელისუფლების ყურებით დაიღალა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა