კახა კალაძე - შეთავაზებულია ორი ვარიანტი: 100/50-ზე და 110/40-ზე, ბარიერს რაც შეეხება, აქაც პრობლემა არ არის - ზოგადად, ოპოზიციაშიც განხეთქილებაა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორი ვარიანტი შესთავაზა - 100/50-ზე და 110/40-ზე.

„შეთავაზება უკვე გაკეთებულია და ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება მზაობასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს კონსენსუსი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. შეთავაზებულია ორი ვარიანტი, ერთი არის 100/50-ზე, მეორე 110/40-ზე. ორივე არის შესაძლებელი განხორციელდეს. ბარიერს რაც შეეხება, აქაც პრობლემა არ არის. როგორც მათ სურთ, ერთპროცენტიანი ბარიერი გაკეთდეს, თუ აქვთ სურვილი ხუთიანი, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ საარჩევნო სისტემით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, პატარა პარტიებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში,მოხვდნენ პარლამენტში. ზოგადად, ოპოზიციაშიც

არის განხეთქილება", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პატარა პარტიებმა ხელისუფლების შეთავაზება უნდა გამოიყენონ, რათა პარლამენტში მოხვდნენ.

„დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად შედგება. პრობლემა წამოვიდა იქედან, რომ არის დეპუტატების გარკვეული რაოდენობა, ვინც ეწინააღმდეგებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. 40-მდე დეპუტატია. შეთავაზება იმიტომ იყო გაკეთებული, რომ უთანხმოება თავიდან აგვეცილებინა", -განაცხადა კალაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ