სალომე ზურაბიშვილი - ამ ქვეყანაში არ შეიძლება კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის

ამ ქვეყანაში არ შეიძლება კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, რომ დაუბრუნდნენ რეგიონს და იცხოვრონ ისე, როგორც დღევანდელი მსოფლიოს თანამედროვე მოქალაქეები ცხოვრობენ.

ამასთან, პრეზიდენტმა დიასპორასაც მიმართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი არის ყველა ქართველის პრეზიდენტი, არა მარტო მათი, ვინც აქ ცხოვრობს, არამედ მათიც, ვინც რთულ პირობებში ცხოვრობს საზღვარგარეთ.

„მინდა მივმართო დიასპორას და მათ ვუთხრა, რომ დღეს უკვე პრეზიდენტის ადმიანისტრაციაში არსებობს სივრცე, სადაც სხვადასხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ მოვიდნენ, შეიკრიბონ, მიიღონ ინფორმაციები. ეს იმის სიმბოლო უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი არის ყველა ქართველის პრეზიდენტი, არა მარტო მათი, ვინც აქ ცხოვრობს, არამედ მათი, ვინც რთულ პირობებში ცხოვრობს საზღვარგარეთ.

მეორე - ახლა ამის დრო არ არის, ყველანი ვართ ჩართული პოლიტიკურ სიტუაციაში, ველოდებით არჩევნებს, მაგრამ არჩევნებამდე, ბიუჯეტიც იქნება განხილული და მინდა ყველას გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის. ეს არის ჩვენი პოტენციალის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ნაწილი და უნდა მივცეთ საშუალება ჩვენს კულტურას და კულტურაში ყველას ვისაც უზარმაზარი შემოქმედებითი ნიჭი აქვს, მხრები გაშალონ და მიაღწიონ იმას, რაც ნამდვილად დევს ამ ქვეყანაში. ეს იქნება კინო, მუსიკა, არქეოლოგია, საქართველოს პოპულარიზაცია შიგნით და გარეთ. რეგიონებისთვის ეს იქნებ განვითარების ერთ-ერთი მთავარი გზა. ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს თეატრებს რეგიონებში, გამოდის, არ ვაძლევთ საზოგადოებას საშუალებას, რომ დაუბრუნდეს რეგიონს და იქ იცხოვროს ისე, როგორც დღევანდელი მსოფლიოს თანამედროვე მოქალაქეები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს