პრემიერის განცხადებით, ე.წ. მთის კანონში ცვლილებები შედის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. მთის კანონში ცვლილებები შედის, რითაც მთავრობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას პირობების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, კანონი შეეხება 58 სოფელს და საქართველოს დაახლოებით, 25 ათას მოქალაქეს.

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ საოკუპაციო ხაზის მიღმა მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქების სოციალური პირობების გაუმჯობესება. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით, 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ამ კანონის ძირითადი მიზანი. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ჩვენ ასევე ვასრულებთ და დარწმუნებული ვართ ეს იქნება კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯი იმისთვის, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს განსაკუთრებულ პირობებში სოფლად მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა გახარიამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს