მიხეილ კალანდიას ადვოკატმა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ თოდუამ განუცხადა, გააჩნია შესაბამისი ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავდა, სასამართლო სხდომის მიმდინარეობას არ უსმენს და მობილურ ტელეფონში „სოციალური ქსელით ერთობა“.

„გამაჩნია ვიდეოკადრები, როდესაც მოსამართლე, ფაქტობრივად, არ უსმენს სასამართლო სხდომას, არ უსმენს მოწმეებს, ექსპერტებს, პროკურორსა და ადვოკატს და ერთობა სოციალური ქსელით „ფეისბუქით“. მაქვს ჩანაწერი, სადაც ერთ სხდომაზე 12 წუთი დახარჯა მოსამართლემ გართობისთვის. დანარჩენი სხდომის ოქმები (ვიდეო-კადრები) არ მომცეს. ჩატარებულია 44 სხდომა, საშუალო არითმეტიკულით რომ გამოვიანგარიშოთ, გამოდის, რომ 8 საათისა და 8 წუთის განმავლობაში მოსამართლე გასული იყო მომსახურების სფეროდან და ერთობოდა სოციალური ქსელით, ნაცვლად იმისა, რომ მოესმინა სასამართლო პროცესზე განვითარებული მოვლენებისათვის და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. თუმცა, ეს მას არ სჭირდებოდა, რადგანაც იცოდა, რომ წინასწარ უნდა მოეტანათ გამზადებული განაჩენი და მოეწერა ხელი“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მისი „უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი არ დააკმაყოფილებს საჩივარს, ეს იქნება ქართული სასამართლოსთვის კიდევ ერთი კატასტროფა“.

„მე არ გამიჭირდება დავარწმუნო ევროპელი მოსამართლეები იმაში, რომ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე, პირდაპირი გაგებით, ერთობა.

მაგალითად, ყველაზე სერიოზული ექსპერტის დაკითხვის დროს, რომელსაც ჭრილობის მიყენების ეპიზოდზე ვკითხავდით, მოსამართლე 3 წუთისა და 15 წამის განმავლობაში ექსპერტს არ უსმენს. ეს რა არის, შემდეგ რა დასკვნა გააკეთა?! არანაირი“, - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ მარსაგიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“