ფოთის ბაზარში ხმაურია, თევზით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

ფოთის ბაზარში ხმაურია. თევზით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. მათი განცხადებით, ბაზრის მეპატრონე მაღაზიებს მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც არ გააჩნიათ. ისინი ბაზრის ადმინისტრაციას ზეწოლაშიც ადანაშაულებენ.

„შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი, ვიმუშავეთ ერთი კვირა და ერთი კვირის მერე განგვიცხადა მეპატრონემ, დღეში 100 ლარი მინდა მოგებაო. ვინაიდან ამ თანხას ვერ მივცემდით, გვითხრეს, დაგვეტოვებინა ფართი. გამიფუჭდა თევზი და რიონში გადავყარე,“ -განაცხადა თევზის რეალიზატორმა ინგა მითიაშვილმა.

ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი მოვაჭრეებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ და მათ პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს