აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ლეონიდ ძიაფშბა „არჩევნების“ ერთი თვით გადადების ინიციატივით გამოდის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ლეონიდ ძიაფშბა წინადადებით გამოდის, „არჩევნები“ ერთი თვით გადაიდოს. მან ამ მოთხოვნით დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა.

ლეონიდ ძიაფშბას მოთხოვნის მიზეზი აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა გახდა.

როგორც ცნობილია, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, 2 მარტს მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს. გუშინ, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ასლან ბჟანიას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო