9 მარტს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად, წიგნი „სტრესის მართვა და შემცირების მეთოდები“, გამოვა

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სახელმძღვანელოების სერიის მორიგი წიგნი „სტრესის მართვა და შემცირების მეთოდები“, რომელიც სტრესთან ბრძოლისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ მოგვითხრობს, 9 მარტს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“-დან აცნობეს.

თანამედროვე გარემოში, იქნება ეს სამსახური თუ პირადი ცხოვრება, სტრესს ძნელად თუ გაექცევა ადამიანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქრონიკული სტრესი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს პიროვნების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, ამ წიგნის ავტორების აზრით, სტრესის მართვის სწავლა შესაძლებელია. ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ სტრესული სიტუაციების აღქმა და გაიუმჯობესონ თითქმის ყოველდღიური მცირე და სერიოზული სირთულეების დაძლევის უნარი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წიგნი მკითხველისთვის გასაგები ენით არის დაწერილი. ავტორები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სტრესის მრავალგვარობა და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე, სტრესის მართვის სხვადასხვა შემოწმებული მეთოდის (სუნთქვის ფოკუსირება, იოგა, ცი-გუნი, მაინდფულნესი და სხვ.) გამოყენება საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობისთვის, ჯანსაღი კვებისა და კომუნიკაციის როლი სტრესის დაძლევაში, სტრესის გავლენა სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე და სხვა“, - აცხადებს ექიმი-ფსიქიატრი თამარ ალადაშვილი.

ეს მიმოხილვა მკითხველს დაეხმარება, გაერკვეს, როგორ გაუმკლავდეს სტრესს, რაც ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გარკვეული დაავადებების რისკის შემცირებაში.

„ვფიქრობ, მკითხველი ამ წიგნის სახით მიიღებს ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელოს, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი სასარგებლო ცვლილების მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს თამარ ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ წიგნის სპეციალური ფასია 6.50, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად - 8 ლარი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა