კახა გოგოლაშვილი - როცა მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უსხდებიან, წაუგებელი თამაშის პრინციპით არ უნდა იხელმძღვანელონ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას. ხშირად გვესმის, რომ ამ თემებზე მონიტორინგს ჩვენი დასავლელი პარტნიორები ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებიდან ახორციელებენ.

ვიდრე ამ თემაზე ჩვენი ევროპელი პარტნიორები თავის სიტყვას იტყვიან, თქვენი დაკვირვებით, როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს?

- ასოცირების შეთანხმებაში რამდენიმე ტიპის ვალდებულებებია ჩადებული. შეიძლება ითქვას, არის ძალიან კონკრეტული და ხისტი ვალდებულებები. მაგალითად, გარკვეულ ვადებში გარკვეული კანონებისა და რეგულაციების დანერგვა. ვთქვათ, ენერგეტიკაში, ანაც საფინანსო სფეროში, გარემოს დაცვაში, ტრანსპორტში და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, არის რბილი ვალდებულებებიც, რომელიც საქართველოს ავალდებულებს გარკვეული მიმართულებით გაატაროს რეფორმები. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სფეროში ან სურსათის უვნებლობის სფეროში ზუსტი ვადები მითითებული არ არის. ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის სფეროში რეფორმის დასრულების ვადად განსაზღრულია 2027 წელი.

ეს თარიღი საქართველომ თავად განსაზღვრა. თუ ეს გრაფიკი დაირღვა, ამისთვის პასუხს არავინ მოგვთხოვს, მაგრამ ასე რომ მოხდეს, ჩვენი მხრიდან ამ საკითხებში საერთაშორისო თანამეგობრობა არასერიოზულ პარტნიორად ჩაგვთვლიდა. პრინციპში, უკვე ვიცით, რომ ამ სფეროებში 2027 წლისთვის ჩვენი კანონმდებლობა მიახლოებული უნდა იყოს ევროკავშირის კანონმდებლობის სტანდარტებს.

მაგრამ, არის სხვა ტიპის ვალდებულებები, რომლებიც შეთანხმების სულისკვეთებიდან მომდინარეობს. საუბარია პოლიტიკურ ვალდებულებებზე. მაგალითად, უნდა განვავითაროთ დემოკრატიული გარემო, რაც გულისხმობს გნებავთ კონსტიტუციას, გნებავთ საარჩევნო სისტემას, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს, ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობას, ერთმანეთის კომპეტენციებში ჩაურევლობას და მიუკერძებლობას.

არის სხვა ტიპის ვალდებულებები, რომლებიც შეთანხმების სულისკვეთებიდან მომდინარეობს. საუბარია პოლიტიკურ ვალდებულებებზე. მაგალითად, უნდა განვავითარო დემოკრატიული გარემო, რაც გულისხმობს გნებავთ კონსტიტუციას, გნებავთ საარჩევნო სისტემას, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს, ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობას, ერთმანეთის კომპეტენციებში ჩაურევლობას და მიუკერძებლობას

ვიმეორებ, ეს ყველაფერი შეთანხმების სულისკვეთებიდან მომდინარეობს და იმ კონვენციებიდან, რომლებზეც ჩვენ მიერთებული ვართ. ზოგიერთ კონვენციაზე მიერთებული ვიყავით ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდეც. ასოცირების შეთანხმება ამ საკითხებს ხაზს უსვამს. მაგალითად, ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის თავისუფლებები და უფლებები.

ასევე გვაქვს ვალდებულება შრომის საკითხებთან დაკავშირებითაც. მხედველობაში მაქვს შრომის უსაფრთხოება, სამუშაო ადგილებზე ჯანდაცვის საკითხების მოწესრიგება. ასოცირების შეთანხმებაში ასევე ჩადებულია სამუშაო დროის განსაზღვრისა და პირობების შექმნის ვალდებულებები.

ამაზე კონკრეტულად არის საუბარი ღრმა და ყოვლისმომცველ და თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაში, რომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების მესამე კარი. ასოცირების შეთანხმების ამ ნაწილში არის მთელი თავი, რომელიც ეხება მდგრად განვითარებას. მდგრადი განვითარების თავში ასევე აღწერილია ბევრი ვალდებულებები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს გარემოს დაცვისა და შრომის დაცვის სფეროებში.

- ყველა ამ პოზიციებში სავარაუდოდ, როგორა გვაქვს საქმე?

- სადაც არის ძალიან ხისტი ვალდებულებები - ტექნიკური რეგულაციები, სხვადასხვა სახის რეგლამენტები, რომელიც განსაზღვრავს გარკვეული სამრეწველო პროდუქციის უსაფრთხოებას და უვნებლობას, მაგალითად, ლიფტებში, საბაგირო საშუალებებზე, მაღალი, ან დაბალი ძაბვის ქვეშ მომუშავეთა უსაფრთხოება - ასეთ სფეროებში ჩვენ განსაზღრული გვაქვს შესრულების გარკვეული ვადები და ეს ვადები სრულდება.

მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში დადებული ვალდებულებები ძირითადად შესრულებულია. მაგრამ, არის ასევე ენერგოეფექტიანობასთან და ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული სახითხები, რომელთა შესრულების ზღვარზე ვართ. ამ სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულება 2020 წელს უნდა დავასრულოთ.

ხისტი ვალდებულებების შესრულება არ არის საკმარისი. ასოცირების შეთანხმების უმეტესი ნაწილი არ არის ხისტი ვალდებულებები. შეიძლება ითქვას, ისინი უფრო რბილი და სულისკვეთებიდან გამომდინარე ვალდებულებებია, რომელთა შესრულებაში საკმაოდ გვიჭირს.

ხისტი ვალდებულებების შესრულება არ არის საკმარისი. ასოცირების შეთანხმების უმეტესი ნაწილი არ არის ხისტი ვალდებულებები. შეიძლება ითქვას, ისინი უფრო რბილი და სულისკვეთებიდან გამომდინარე ვალდებულებებია, რომელთა შესრულებაში საკმაოდ გვიჭირს

მაგალითად, იგივე სურსათის უვნებლობაში რომ არ იყოს ხისტი ვალდებულება, რომელიც 2020 წლამდეა შესასრულებელი, ცუდი არ იქნებოდა, რადგან ეს საშუალებას მოგვცემდა საერთო ტენტენციაზე გვესაუბრა. ანუ იმაზე, რომ ჩვენ ამ სფეროში მივდივართ კონტროლირებად ბაზრამდე, გვაქვს სურსათის უვნებლობის დარგში ზედამხედველობა საკმარისი.

იგივე შეძლება ითქვას სამრეწველო პროდუქციის უვნებლობასა და უსაფრთხოებაზე. მხედველობაში მაქვს კონკრეტული ტექნიკური რეგლამენტები. ამ სფეროშიც გვაქვს ბაზრის ზედამხედველობა, რომელიც იმპლემენტაციას საჭიროებს. ამაში ჩვენ ჯერ მოვიკოჭლებთ. ეს ეხება იმ რეგულაციებსაც კი, რომელიც ჩვენ კანონების სახითაც კი გვაქვს მიღებული.

ისეთ სფერობში, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ამ სფეროებში ჩვენ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით საკმაო ჩამოჩენა გვაქვს. განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებში ამ სფეროებში იმპლემენტაციას ეხება. ამის გამო, ამ სფეროებში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად ვერ ვასრულებთ.

- შემდეგი თემა, რაზეც გვინდა გესაუბროთ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეუთანხმებელი საარჩევნო სისტემაა. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოდერაციით მიმდინარე კონსულტაციები კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს, რომელიც სავარუდოდ მალე უნდა დასრულდეს?

- ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესი პოლიტიკური გარემოსა და პოლიტიკური კულტურის განვითარების თვალსაზრისით მაინც პროგრესია. პროგრესია ის, რომ ოპონენტები, მათ შორის საკმაოდ დიდი დაძაბულობის მიუხედავად, მაინც ახერხებენ მოლაპარაკებებს და არის იმის პერსპექტივა, რომ რაღაცაზე მაინც შეთანხმდნენ. ამ თვალსაზრისით, უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე პესიმისტურად.

თუმცა, ფაქტია, რომ მმართველ ძალას გარკვეულწილად პრესტიჟი აქვს დაკარგული იმის გამო, რომ საარჩევნო სისტემაში დაპირებული ცვლილებები არ გაატარა. ერთმნიშვნელოვანია, რომ ამით მან თავის თავს მიაყენა ზიანი. მაგრამ, მას ახლა აქვს საშუალება გარკვეულ წილად შეძლოს თავის თავის რეაბილიტაცია.

- ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს 110/ 40-ს, ან 100/50-ს. ოპოზიციისთვის ორივე ვარიანტი მიუღებელია. ახლა ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა თავად დაასახელოს საარჩევნო ბარიერის დასახელება.

ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლების ეს წინადადება ოპოზიციის დაყოფის მცდელობად შეაფასეს. გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს გაცილებით პატარა პოლიტიკური ჯგუფების გული მოიგოს და ოპოზიციის ერთიანობას პრობლემები შეუქმნას. თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ რით შეიძლება დასრულდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესი?

- ოპოზიციაში იმდენად განსხვავებული სპექტრია, იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების მიმართ, რომ ოპოზიცია ერთიანი ვერანაირად ვერ იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციაში ყველას განსხვავებული ამბიციები აქვთ. ზოგს პარლამენტში მოხვედრა უნდა, ზოგს უნდა მმართველი ძალა იყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ვითარებაში, როცა ძალიან იოლია ოპოზიციის რიგებში ერთიანობის დარღვევა. ასეთი ტაქტიკის არჩევისთვის ვერც ხელისუფლებას და ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ გააკრიტიკებდი. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ყველა მხარე ცდილობს მოიპოვის გარკვეული უპირატესობები.

ვითარებაში, როცა ძალიან იოლია ოპოზიციის რიგებში ერთიანობის დარღვევა. ასეთი ტაქტიკის არჩევისთვის ვერც ხელისუფლებას და ვერც ერთ პოლიტიკურ ძალას ვერ გააკრიტიკებდი. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ყველა მხარე ცდილობს მოიპოვოს გარკვეული უპირატესობები

რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს. როცა მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უსხდებიან, წაუგებელი თამაშის პრინციპით არ უნდა იხელმძღვანელონ. ოპოზიციის მხარეს არის ის სიმართლე, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება გაუქმდებოდა მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ იგი არ გაუქმდა. ამ თვალსაზრისით, ოპოზიციის მხარეს არის სიმართლე. მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარეს არის რეალური ძალა და რესურსი.

პოლიტიკურ თამაშებში, განსაკუთრებით გამწვავებულ ვითარებაში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში მორალზე საუბარს აზრი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, მორალზე აპელირებით შედეგი არ მიიღწევა.

პოლიტიკურ თამაშებში, განსაკუთრებით გამწვავებულ ვითარებაში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, მორალზე საუბარს აზრი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, მორალზე აპელირებით შედეგი არ მიიღწევა

მოლაპარაკების საბოლოო მიზანია კომპრომისის მოძებნა. თუ ხელისუფლებას არანაირად არ სურს დათანხმდეს პროპორციულზე სრულად გადასვლას, ის ამას ნებისმიერ ფასად გაიტანს.

ამიტომ, ახლა ოპოზიციის ამოცანაა მოლაპარაკებებიდან მინიმალური ზიანით გამოსვლა. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ შეუძლებელია მან თავის სრულ მიზანს მიაღწიოს.

ახლა ოპოზიციის ამოცანაა მოლაპარაკებებიდან მინიმალური ზიანით გამოსვლა

ვითარებაში, როცა ოპოზიცია ვერ იღებს პროპორციულ არჩევნებს, სხვა ვარიანტებზე უნდა დათანხმდეს. რაიმე კომპრომისულ ვარიანტზეც შეუთანხმებლობა ხელისუფლებისთვისაც მარცხი იქნებოდა. ამიტომ, უნდა მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი.

- თვლით, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციისთვის გაკეთებული შეთავაზება თავად დაასახელოს ბარიერი, ეს კომპრომისია?

- ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა - როგორი ბარიერი გინდათ, ისეთი ბარიერი დააწესეთო. ჩემი აზრით, ეს ხელისუფლების მხრიდან კომპრომისია. როცა ხელისუფლება ნულოვან ბარიერზე საუბრობდა, ეს მაშინ იყო მისთვის მომგებიანი. ახლა ეუბნება - რა პროცენტიანი გინდათ, იმდენპროცენტიანი ბარიერი მიიღეთო.

ადრე ხელისუფლება უარს ამბობდა მაჟორიტარების რაოდენობის შემცირებაზე. ახლა იგი ოპოზიციას 40 მაჟორიტარული ოლქის დატოვებას სთავაზობს.

თუ ოპოზიცია მოახერხებს მაჟორიტარული ოლქების 25-მდე დაყვანას, მაშინ მას ხელისუფლებასთან მიმართებაში საკმაოდ დიდი უპირატესობა ექნება.

თუ ოპოზიცია მოახერხებს მაჟორიტარული ოლქების 25-მდე დაყვანას, მაშინ მას ხელისუფლებასთან მიმართებაში საკმაოდ დიდი უპირატესობა ექნება

- რამდენად სავარაუდოა, რომ მხარეებმა კომპრომისულ ვარიანტად 120/30 მიიღონ?

- შესაძლებელია, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლება და ოპოზიცია სწორედ 120/30-ზე შეთანხმდნენ. საქმე ისაა, რომ მოლაპარაკებების დრო ნამდვილად აღარ რჩება.

ორივე მხარეს სჭირდება საარჩევნო სისტემასთან კომპრომისული ვარიანტის მიღება. იგივე სისტემა, ანაც 100/50-ზე რომ რომ დარჩეს, ოპოზიციისთვსაც წამგებიანია, ვინაიდან არჩევნების გამარჯვების შანსები ხელისუფლებას აშკარად მეტი ექნება. კომპრომისის მიღწევა ხელისუფლებასც უნდა, რომ არჩევნებზე დაზიანებული რეპიტაციით არ გავიდეს და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან საყვედურები არ მიიღოს.

კომპრომისის მიღწევა ხელისუფლებასაც უნდა, რომ არჩევნებზე დაზიანებული რეპუტაციით არ გავიდეს და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან საყვედურები არ მიიღოს

- საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. ისევე როგორც ბევრ სხვა თემებზე, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე აზრთა სხვადასხვაობაა აშკარად თვალშისაცემი იყო.

რადგან ამ თემაზე ხმაური იყო, უნდა გკითხოთ - თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პრეზიდენტ ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლამ?

- პრეზიდენტს იმდენად შეკვეცილი აქვს კომპეტენციები, რომ მისი ანგარიში ძირითადად გახლავთ მისი დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელსაც სხვები, კერძოდ მთავრობა ახორციელებს.

იმის გამო, რომ პრეზიდენტის კომპეტენციები შეზღუდულია, თუ რამდენად შედეგიანია მისი საქმიანობა, ამაზე საუბარი მხოლოდ მინიმალრად შეიძლება და მე მისი შეფასებისგან თავს შევიკავებდი. ძნელია იმაზე საუბარი, რომ პრეზიდენტის საქმიანობას შეუძლია რაიმე რეალური შედეგი მოიტანოს.

პრეზიდენტის კომპეტენციები შეზღუდულია, ძნელია იმაზე საუბარი, რომ პრეზიდენტის საქმიანობას შეუძლია რაიმე რეალური შედეგი მოიტანოს

- მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა საკმაოდ ხმამაღალი განაცხადებიც გააკეთა. მაგალითად - „სრულიად მიუღებელია კურსის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, მით უმეტეს რომ ასეთი უმძიმესი ბრალდება არ ეფუძნება არც ერთ ფაქტს, არც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და არც სამართლებრივს“.

„ლელო საქართველოს“ ლიდერები ხაზარაძე და ჯაფარიძე რუსეთის სასარგებლოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ჩავარდნას სწორედაც რომ პირადად ივანიშვილს აბრალებენ.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არ იცოდეს....

- ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა საკუთარი თავი კი არა, მმართველ ძალა და ივანიშვილი დაიცვა. როცა პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას აკეთებს, მას არ მოეთხოვება მმართველი ძალის დაიცვა. მას, რა თქმა უნდა, პოზიციის დაფიქსირების უფლება აქვს.

როცა პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას აკეთებს, მას არ მოეთხოვება მმართველი ძალის დაცვა

მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზიდენტის მოსაზრება არც ჩემთვის და არც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის საინტერესო ნაკლებადაა. ასეა იმის გამო, რომ ამა თუ იმ საკითხზე პრეზიდენტის აზრი რამის ინდიკატორი, ან რაღაც გეზის მიმცემი სულაც არაა.

- იყო მოლოდინი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი თავის პოზიციას დააფიქსირებდა. მეტიც, ნინო ბურჯანაძე აცხადებდა - „ზურაბიშვილს, რომელიც არქეოლოგიაზე და მუსიკაზე საუბრობს, ახლა აქვს შანსი პოზიტიური წვლილი შეიტანოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში“.

ამ თემაზე პრეზიდენტის პასუხმა აშკარად დატოვა უკმაყოფილების განცდა...

- დიახ, ეს ნამდვილად ცუდი იყო. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რაც შეუძლია პრეზიდენტს, ავტორიტეტული და მიუკერძოებული აზრი გამოთქვას.

საარჩევნო სისტემა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პრეზიდენტს თავისი მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონოდა და უნდა დაეფისირებინა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ საკითხზე მას თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ არ გააჟღერა, რომ არ დააზიანებინა მოლაპარაკებათა პროცესი და მმართველი გუნდის რეპუტაცია.

საარჩევნო სისტემა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ პრეზიდენტს თავისი მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონოდა და უნდა დაეფიქსირებინა

მას არ უნდოდა მმართველ ძალასთან დაპირისპირება. სხვა შემთხვევაში, ამ თემაზე იგი თავის პოზიციას დაიცავდა. აშკარად გამოჩნდა, რომ იგი ზეპარტიული არაა და არ შედის იმ სფეროში, რაც მას მმართველ გუნდთან დაპირისპირებაში აღმოაჩენდა. ეს მას აშკარად არ უნდოდა და არც გაუკეთებია.

- საკმაოდ ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზე.

ამ თემებზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულმა განცხადებებმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს კონფლიქტებთან დაკავშირებით უკვე აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია, მაგრამ მათზე ჯერ ან ვერ საუბრობს, ან ცდილობს ამისთვის უკეთესი დრო შეარჩიოს. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგრჩათ?

- პრეზიდენტი სანამ პრეზიდენტი იქნებოდა, მკვლევარიც იყო და პოლიტიკოსიც. ბევრს წერდა კიდეც და ბევრი რამე აქვს დაწერილი, მათ შორის კონფლიქტებზე. მე მაინც ასე ვიტყოდი - არა მგონია, რომ პრეზიდენტს ჩამოყალიბებული და ზუსტი რეცეპტები ჰქონდეს თუ როგორ შეიძლება ჩვენი კონფლიქტების მოგვარება.

არ მგონია, რომ პრეზიდენტს ჩამოყალიბებული და ზუსტი რეცეპტები ჰქონდეს თუ როგორ შეიძლება კონფლიქტების მოგვარება

რა თქმა უნდა, ამ თემაზე მას გარკვეული განწყობები გააჩნია და ისიც იცის თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არ შეიძლება ამ სიტუაციაში. მან იცის, რომ ამ პროცესების ფორსირება არ შეიძლება.

პრეზიდენტმა იცის, რომ არ შეიძლება დაამყარო იმედი იმაზე, რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს მოუტანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, ან ნატოზე და ევროკავშირზე უარმა შეიძლება არგოს კონფლიქტების თემას. რა თქმა უნდა, მის ხედვებში ასეთი ნოტები არ არის.

მე მაინც მგონია, რომ კონფლიქტებთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამონათქვამები არ არის კონკრეტული. ანუ კონკრეტული პროექტი თუ როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები მას არ აქვს. ეს რომ ჰქონდეს, მაშინ მას არაფერი არ უშლის ხელს მმართველ ძალასთან და შესაბამის სამინისტროებთან, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ, ითანაშრომლოს და თავისი იდეები მიაწოდოს მათ.

პრეზიდენტმა იცის, არ შეიძლება დაამყარო იმედი იმაზე, რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს მოუტანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას, ან ნატოზე და ევროკავშირზე უარმა შეიძლება არგოს კონფლიქტების თემას. რა თქმა უნდა, მის ხედვებში ასეთი ნოტები არ არის

საერთოდ, ვიტყოდი, რომ კონფლიქტების მოგვარება საქართველოში რა თქმა უნდა, ჩიხშია შესული, გარკვეულ პერიოდში არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ კონფლიქტების მოგვარებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთივე დღეშია უკრაინაც და ზოგიერთი სხვა ქვეყანაც.

- რადგან წელს ჩვენთან საპარლამენტო არჩევნების წელია და წინ საკმაოდ რთული არჩევნებიც გველოდება, რას მიიჩნევდით ჩვენი საშინაო პოლიტიკის ყველაზე მთავარ პრობლემად?

- საშინაო პოლიტიკის მთავარი პრობლემა დასაქმება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს დასაქმებაში. მოსახლეობის ნახევარი ან უმუშევარია, ან თვითდასაქმებული. თვითდასაქმება კი, სტაბილური სამსახური არ არის. საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად დასაქმება და მოსახლეობის სოციალური მდგომარება მიმაჩნია.

ასევე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საგარეო საფრთხეები. რუსეთი რომ ჩვენთვის საფრთხეა, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესები რომ ჩვენთვის საფრთხეების შემცველია, ეგეც ცხადია. ვგულისხმობ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს, თურქეთს, სირიაში რუსულ-თურქულ დაპირისპირებას. ეს ყველაფერი ჩვენს ეკონომიკაზეც მოქმედებს და ამ თვალსაზრისითაც საფრთხეებს ქმნის ჩვენს საინვესტიციო გარემოზე, რაც მთლიანობაში ქმნის რთულ ვითარებას.

ვითარებაში, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრი სხვადასხვა ტიპის საფრთხეები და გამოწვევებია, ქვეყნის გაძლიერება, ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და ერის გამთლიანება აუცილებელი გახლავთ. საშინაო პოლტიკაში გვმართებს რაც შეიძლება მეტი კომპრომისები და რაც შეიძლება მეტი ერთობლივი ფიქრი იმაზე, ქვეყანა როგორ გავაძლიეროთ.

ვითარებაში, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრი სხვადასხვა ტიპის საფრთხეები და გამოწვევებია, ქვეყნის გაძლიერება, ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია და ერის გამთლიანება აუცილებელი გახლავთ. საშინაო პოლტიკაში გვმართებს რაც შეიძლება მეტი კომპრომისები და რაც შეიძლება მეტი ერთობლივი ფიქრი იმაზე, ქვეყანა როგორ გავაძლიეროთ

ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ეძებოს კომპრომისები, რაც სულაც არ ნიშნავს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებას. მათ შორის უნდა იყოს შეჯიბრი, თუ გნებავთ კონფლიქტიც, მაგრამ იმავე დროს უნდა იყოს ნება იმისა, რომ კომპრომისები მოიძებნოს და ერთად იფიქრონ ქვეყნის წინსვლაზე.

ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ჯერ წინაც არ ჩანს მარტივი გადაწყვეტა ჩვენზე დამოუკიდებელი პრობლემებისაც კი. ასეთ ვითარებაში ქვეყნის შიგნიდან გამაგრება ჩვენთვის მთავარი პრობლემა და ამოცანა მგონია.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა