ჰარი პატრინოსი - ახალი პროექტი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს

მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობით ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც განათლების ხარისხის ზრდას და უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციას, ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ პროექტის დაფინანსებით ჩვენ ვეხმარებით საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში განათლების ყველა საფეხურზე, - ამის შესახებ დღეს მსოფლიო ბანკის გლობალური განათლების მენეჯერმა ჰარი პატრინოსმა ახალი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს ინფორმაციით, 102.7 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას, ხუთ ძირითად კომპონენტს მოიცავს: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება; სისტემის გაძლიერება და დაინტერესებულ მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება; პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.

„მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი უზრუნველყოფს ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას, ასევე, სკოლისთვის მოსამზადებლად ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში პროექტი სარგებელს მოუტანს სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116, 000 მოსწავლეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა