კრასნოდარის საავადმყოფოში ასლან ბჟანიასა და  ე.წ. პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატ ადგურ არძინბას შორის შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია, დღეს, კრასნოდარის საავადმყოფოში, კიდევ ერთ ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატს ადგურ არძინბას შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ბჟანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ანქვაბმა დაადასტურა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე არაფერს ამბობს. „როგორც კი დეტალები გვეცოდინება, მოგაწვდით“, - განუცხადა მან „სპუტნიკ-აფხაზიას“.

ამასთან, როგორც ბჟანიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია ინტოქსიკაციის ნიშნებით სოჭის კლინიკაში 2 მარტს მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ის მედიკამენტოზურ კომაში ჰყავდათ. მოგვიანებით ის კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა