ახალგაზრდობის სააგენტოს „მილიონიანი ფონდის“ საგრანტო კონკურსის შესახებ რეგიონული საინფორმაციო ტურნე დასრულდა

ახალგაზრდობის სააგენტომ, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით, 1 მლნ ლარის მოცულობის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, სააგენტომ რეგიონული საინფორმაციო ტურნე გამართა და საქართველოს ათივე რეგიონს ეწვია. ინდივიდუალურ შეხვედრებმა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცა თემის ირგვლივ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

„ვინაიდან მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსს ახალგაზრდობის სააგენტო თავისი სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ევროპული მოდელითაა შექმნილი და საერთო ჯამში ერთ დიდ მიზანს –ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნას ემსახურება, კონკურსის თემატიკაც შესაბამისად განისაზღვრა.

ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

სააგენტოს „მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება, საერთო ჯამში, 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3 ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო, საკონკურსო წინადადებების შემოტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: Youthplatform.gov.ge.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა