თვითმხილველები ხაშურში ქმრის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ

ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ქმრის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველები დეტალებზე საუბრობენ.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ ქალს მუცლის არეში ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ხალხმრავლობა იყო, მივედი და გოგო იყო დაჭრილი. ორჯერ ჰქონდა მუცელში დანა დარტყმული. ძმაკაცები მომეხმარნენ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ“,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდარის დეტალებს იხსენებს ასევე ერთ-ერთი ადგილობრივი.

„ადგილზე ხალხი იყო შეკრებილი, უცებ დავინახეთ, რომ ქალი დაეცა, წიხლებით სცემდა, მერე უკვე ხალხი შემოეხვივნენ. მე არ დამინახავს, მაგრამ დანა დაარტყაო. ის ბიჭი დაიჭირეს“,-აცხადებს ადგილობრივი.

პოლიციამ ხაშურში ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავა.უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული მ.ლ., ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "ორჯერ ჰქონდა მუცელში დანა დარტყმული" - ხაშურში ახალგაზრდა ქალის დაჭრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი