რუსეთის საგარეო უწყება ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და „არჩევნების“ თაობაზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება ოკუპირებულ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური მოვლენების განვითარებას, მათ შორის 22 მარტის „არჩევნების“ კონტექსტში და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ყველა მონაწილეს მოუწოდებს, სამართლებრივ ველში იმოქმედონ დემოკრატიული პროცედურების დაცვით და თავი აარიდონ ემოციებს. ამის შესახებ შესაბამისი კომენტარი საგარეო უწყების ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

"რუსეთი დაინტერესებულია სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში მეგობარ აფხაზეთში, კვლავ ემხრობა მრავალმხრივი ურთიერთობების გამყარებას, განაგრძობს რესპუბლიკისთვის მასშტაბურ თანადგომას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყება ერთ-ერთ „საპრეზიდენტო“ კანდიდატის ჯანმრთელობის საკითხსაც ეხება და წერს:

„ასლან ბჟანიას გამეორებით ავადმყოფობასთან დაკავშირებით ვიუწყებით, რომ რუსი ექიმები კრასნოდარში, სადაც ბჟანიაა მოთავსებული, ყველა საჭირო დახმარებას უწევენ. ოფიციალური მონაცემები მისი ავადმყოფობის მიზეზებთან დაკავშირებით, მიეწოდა აფხაზ პარტნიორებს“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, 2 მარტს მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს. გუშინ, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ასლან ბჟანია, ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია აქვს.

ამასთან, დღეს ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა მისი შტაბის წარმომადგენელმა, რომლის თანახმადაც ასლან ბჟანიას მდგომარეობა უმჯობესდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა