დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი - ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების თარიღის გადატანის საფუძველი არ არსებობს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჩიას განცხადებით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები“ გადავადდეს.

„ნებისმიერი კანდიდატი ვალდებულია იცოდეს იმ ქვეყნის საარჩევნო კანონი, რომელ ქვეყანაშიც იყრის კენჭს. ლეონიდ ძაპშბას აფხაზეთის კანონები რომ სცოდნოდა, ის მსგავსს არაფერს იტყოდა. დღეისთვის, კანონის თანახმად, იმის საფუძველი არ არსებობს, რომ არჩევნების დღემ გადაიწიოს“, - განაცხადა კვარჩიამ.

ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატმა ლეონიდ ძაპშბა გამოვიდა ინიციატივით, რომ კიდევ ერთი კანდიდატის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის გამო, არჩევნები ერთი თვით გადავადდეს. ასლან ბჟანია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ჯერ სოჭის, შემდეგ კი კრასნოდარის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო