რომან გოცირიძე არჩილ თალაკვაძის განცხადებაზე - ეს არის მცოცავი უკან დახევა

ეს არის მცოცავი უკან დახევა, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დღევანდელ განცხადებებს.

მისივე თქმით, ხელოვნური ჩამკეტი ოპოზიციას არ სჭირდება.

„ჯერ ამბობდნენ, როგორ გეკადრებათ, არ დავჯდებით ოპოზიციასთანო, ახლა აქეთ გვეხვეწებიან. ჯერ თქვეს 100/50-ზეო, მერე 110/40- ზეო, ახლა თურმე 5 იქით 5 აქეთ არაფერია.

ყველაფერი ეს არის არის უაზრო თამაში. არც რაღაც ხელოვნური ჩამკეტები გვჭირდება ჩვენ. არსებობს ბუნებრივი ჩამკეტი, ისეთი პროპორცია, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან. დანარჩენი ეს არის თავის დაძვრენის მცდელობა იმ საერთაშორისო ზეწოლისგან, რომელსაც განიცდიან. საკუთარ ტყავზე იწვნევენ თუკი ეს პროცესი ჩააგდეს. იქნება ძალიან სერიოზული ზეწოლა და მათ შორის სანქციებიც, ამას დაინახავენ. რა სისტემა იქნება, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერ სისტემაში „ქართული ოცნება" არის უკვე დამარცხებული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდს იმ შეთავაზების უკან წაღებაც მოუწიოს, რომელსაც მოლაპარაკებების მაგიდასთან აყენებს.

არჩილ თალაკვაძე კი არა ე.წ. პრეზიდენტმა თქვა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან, გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზეო და გადავედით? ივანიშვილმა რა თქვა, ეს გვაინტერესებს. 30 პარტია როცა არის მოლაპარაკებაზე, ბატონი ივანიშვილი უნდა იჯდეს იქ და ვიცოდეთ მისი აზრი, რომელსაც ასე იცვლის. არ არის გამორიცხული, საერთოდ ყველაფერი ააყირავოს და სამარცხვინო მდგომარეობაში დატოვოს ის ადამიანები, რომლებიც ვითომ მოლაპარაკებას ეცადნენ ოპოზიციასთან. არ ვიცით, რა უნდა ივანიშვილს, ამიტომ ყველა წინადადება, რაც იქ გაისმის, ფაქტობრივად არის სავარაუდო, რომელიც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ჩამოიშალოს“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მზად არიან ოპოზიციასთან ისაუბრონ შემდეგი მოლაპარაკებების ფარგლებში იმ მოცემულობით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციული საზღვრები და ქვეყნის გეოგრაფია იძლევა. მისი თქმით, ახლა მეორეხარისხოვანი მნიშვნელობისაა 5-ით მეტი მანდატი იქნება თუ 5-ით ნაკლები მაჟორიტარულ ნაწილში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა