ოკუპირებული აფხაზეთის ოთხ რაიონში ტყის ძლიერი ხანძრებია

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ტყის ხანძრები მძვინვარებს. რადიო „სპუტნიკთან" საუბარში აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ ხანძარი ოთხ რაიონშია.

„ვითარება რთულია. ოთხ რაიონში იწვის ტყე. ოჩამჩირის რაიონში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. თუმცა, იმის თქმა, რომ ყველაფერი კონტროლდება, ძნელია, რადგან აქ ვაქრობთ, სხვა ადგილას ისევ აჩენენ ხანძარს. ხანძრის მიზეზები ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება. ადამიანები თესვისთვის ემზადებიან, ალაგებენ ნაკვეთებს, რის შედეგადაც ჩნდება ხანძრები“, - აცხადებს კვიცინია.

აფხაზეთში ტყის ხანძრები 2019 წლის ნოემბერშიც გაჩნდა, რა დროსაც 11 ათასი ჰექტარი დაიწვა. აფხაზებმა დასახმარებლად მაშინ რუსეთს მიმართეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს