დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელად კონგრესმენი მარკ მედოუსი დანიშნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე კონგრესმენი მარკ მედოუსი დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის აპარატის ხემძღვანელის მოვალეობას აქამდე მიკ მულვანეი ასრულებდა.

„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ კონგრესმენი მარკ მედოუსი გახდება თეთრი სახლის აპარატის უფროსი. მე დიდი ხანია ვიცნობ და ვმუშაობ მარკთან ერთად და ეს ურთიერთობა ძალიან კარგია,” წერს ტამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

პრეზიდენტმა მიკ მულვანეის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ჩრდილოეთ ირლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნება.

მედოუსი თეთრი სახლის შტაბის მეოთხე უფროსია ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ. მანამდე აღნიშნულ თანამდებობაზე მიკ მულვანეის გარდა რეინს პრიბუსი და ჯონ კელიც იყვნენ დანიშნული.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს