ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე გაიმარჯვა - ერთ-ერთმა ჟურნალისტმა სწორედ თქვა: დღეს აჭარის ტელევიზიაში 37 წელია

დღეს ხელისუფლება თვლის, რომ გარკვეულად გაიმარჯვა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე, ის აუცილებლად დამარცხდება, ვინაიდან ჩვენ წინ გველოდება მნიშვნელოვანი არჩევნები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს. ზოგადად, მთელი ქვეყანა მომსწრეა ბოლო 8 წლის განმავლობაში როგორ მიმდინარეობს გააფრთებული ბრძოლა თავისუფალი მედიისა და კრიტიკული მედიის წინაამდეგ. ჩვენ კარგად ვნახეთ უკვე დახურული ტელევიზიები, ტელევიზიები, რომლებიც მრავალწლიანი ომის შემდეგ ჩამოერთვათ მფლობელებს და გადაეცათ სხვა მფლობლებს. დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა სხვადასხვა მედიასაშუალებების მფლობელების მიმართ და მათ პატიმრობით ემუქრებიან. ეს არის ივანიშვილის რეჟმის გასაოცარი დემოკრატია და ამ დემოკრატიის შედეგია ზუსტად ის, რაც ხდება დღეს აჭარის ტელევიზიაში. ჩვენ ვნახეთ, რომ დიდი ხნის ბრძოლის შედეგად ხელისუფლებამ შეძლო და დანიშნა ის დირექტორი, რომელიც შეასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დავალებებს, რასაც მოჰყვა ავტომატურად ყველა იმ მედიამენეჯერის გათავისუფლება, რომელიც პასუხისმგებელი იყო არხის სინფორმაციო პოლიტიკაზე. გუშინ ვნახეთ, რომ ეთერიდან მოხსნეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ახლა ბუნებრივია, ჯერი ჟურნალისტებზეა, იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში მართლაც, საკუთარი გმირობის ფასად იბნრძოდნენ, რომ შეენარჩუნებინათ პროფესიული თავისუფლება და პროფესიული ღირსება. მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო მადლობა და თითოეულ მათგანს სრულ მხარდაჭერას, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენი პარტიის სახელით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე განმარტებით, აჭარის ტელევიზიიდან ახლა უკვე იმ ჟურნალისტებს დაითხოვენ, რომლებიც ხელისუფლების პოზიციასა და სარედაქციო პოლიტიკას არ იზიარებენ. უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების ერთად დგომას შედეგი ყოველთვის მოაქვს.

„გუშინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ძალიან სწორად შეაფასა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები, მან თქვა, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში 37 წელია. დიახ, სწორედ ასეა, იმიტომ რომ ჟურნალისტების ტოტალური ცენზურა და ტოტალური კონტროლი მიმდინარეობს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელისუფლება თვლის, რომ გარკვეულად გაიმარჯვა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებზე, ის აუცილებლად დამარცხდება, ვიანიდან ჩვენ წინ გველოდება მნიშვნელოვანი არჩევნები. ეს არის მართლაც ქვეყნისთვის გადამწყვეტი არჩევნები და ამ არჩევნებში თავისუფალ სიტყვას და კრიტიკულ მედიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, თუ არა გადამწყვეტი როლი. ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სწორედ დამოუკიდებელი მედიაა. მერწმუნეთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა საბოლოო გამარჯვებამდე და ჩვენ ოპოზიუციური პარტიები, სამოქალქო სექტორი და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა ამ ბრძოლას გამარჯვებამდე მივიყვანთ.

ახლა დაიწყება ჟურნალისტთა კორპუსის წმენდა, სავარაუდოდ, დაითხოვენ ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც არ იზიარებს ხელისუფლების პოზიციას და ხელისუფლების სარედაქციო პოლიტიკას. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. თუმცა, ბუნებრივია, ამ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ დავრწმუნდით ბოლო წლების განმავლობაში, რომ ჟურნალისტების ასე ერთად დგომას ყოველთვის აქვს აზრი და ის საბოლოო ჯამში, გამარჯვებით დასრულდება. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ახლა რომც მოიპოვოს ხელისუფლებამ გამარჯვება და ბოლომდე დაიმორჩილოს აჭარის ტელევიზია, ეს იქნება ძალიან დროებითი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ყველა ჟურნალისტი დაუბრუნდება თავის სამსახურს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა